„დასავლეთის სანქციებმა და უცხოური ბიზნესის გამოსვლამ ქვეყნის ეკონომიკაში განადგურება გამოიწვია. მარტში, ქვეყანაში ავტომობილების გაყიდვები თითქმის ორი მესამედით შემცირდა“, - ამის შესახებ CNN-ი წერს.
მედიასაშუალების ცნობით, გასული თვის განმავლობაში, რუსეთში მხოლოდ 55 000 ახალი მანქანა და მსუბუქი კომერციული ავტომობილი გაიყიდა. ეს მაჩვენებელი 2021 წლის მარტის მონაცემებს 63%-ით ნაკლებია.
„ყველა ბრენდმა - ევროპულმა, ამერიკულმა და აზიურმა, რუსეთში ზარალი განიცადა, მაგრამ მსხვილ გამყიდველებს შორის ყველაზე მეტად Volkswagen-ი დაზარალდა, რომლის გაყიდვებიც 74%-ით დაეცა, მას მოჰყვება Škoda და Toyota“, - წერს CNN-ი ევროპული ბიზნესის ასოციაციის მონაცემებზე დაყრდნობით.
Lexus-ის გაყიდვები 91%-ითაა შემცირებული, Porsche-სი კი 73%-ით.