უკრაინის აღმოსავლეთში თავდასხმითი ოპერაციების წარმოება რუსეთის შეიარაღებული ძალების ძალისხმევის მთავარ მიმართულებას წარმოადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ავრცელებს.
„რუსული არტილერია და ავიაცია აგრძელებს დონბასში გამყოფ ხაზზე იერიშების მიტანას. უკრაინის შიგნით ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დარტყმებით რუსეთი ცდილობს, შეამციროს უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები მარაგების შევსების კუთხით და გაზარდოს ზეწოლა უკრაინის ხელისუფლებაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.