რუსეთთან ურთიერთობის ხანა დასრულდა, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა.
დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ნატო-რუსეთის დამფუძნებელი აქტი მკვდარია და დროა ნატომ უარი თქვას მოძველებულ მიდგომაზე რუსეთის მიმართ.
1997 წელს ხელმოწერილი აქტი ადგენს, რომ „ნატო და რუსეთი ერთმანეთს მოწინააღმდეგეებად არ მიიჩნევენ“.
„რუსეთთან ურთიერთობის ხანა დასრულდა. ჩვენ გვჭირდება ახალი მიდგომა ევროპაში უსაფრთხოების მიმართ, რომელიც დაფუძნებულია გამძლეობაზე, თავდაცვასა და შეკავებაზე“, - აღნიშნა ლიზ ტრასმა.