ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ თეთრი სახლი მიიჩნევს, რომ რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილებში შეტევების მიზნით თავისი ჯარების გადაჯგუფებას ახორციელებს.
„ამ ეტაპზე ჩვენ მივიჩნევთ, რომ რუსეთი თავისი საომარი მიზნების გადახედვას ახორციელებს. რუსეთი თავისი ძალების გადაჯგუფებას ახორციელებს, რათა კონცენტრირდეს შეტევით ოპერაციებზე უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში“, - აღნიშნა ჯეიკ სალივანმა.
ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ რუსეთი ფოკუსირდება უკრაინული ძალების დამარცხებაზე დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში და დონბასის რეგიონის ორ რაიონში, სადაც პრორუსი სეპარატისტები წლების განმავლობაში მოქმედებენ.
„რუსეთის მიზანი საბოლოოდ უკრაინის მაქსიმალურად დასუსტება“, - აღნიშნა სალივანმა და დასძინა, რომ ომის შემდეგი ეტაპი შეიძლება კვირების ან თვეების განმავლობაში გაგრძელდეს.