უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის, ხვალვე გაწევრიანდეს ნატოში, თუ შესთავაზებენ, თუმცა ეს არ მომხდარა და არც მოხდება.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინისთვის უსაფრთხოების კავშირი მნიშვნელოვანია.
„თუ ხვალ ნატოში გაწევრიანებას შემოგთავაზებენ, გავწევრიანდებით, თუმცა, სამწუხაროდ ეს არ მოხდება. სამწუხაროდ, ეს არ მომხდარა. ამიტომაც ჩვენთვის უსაფრთხოების იმ გარანტიებს ავაშენებთ, რომელიც ჩვენ დაგვიცავს. ისედაც შეგვიძლია თავი დავიცვათ. ეს უკვე გვესმის. თუმცა, ყველა ადამიანის დაცვა - ეს უფრო რთული ამოცანაა“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.