იტალია ქვეყნიდან 30 რუს დიპლომატს აძევებს. ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ განაცხადა.
„რუსეთის ელჩი სერგეი რაზოვი დღეს იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დავიბარეთ და შევატყობინეთ, რომ იტალია ქვეყნიდან 30 რუს დიპლომატს აძევებს“, - აცხადებს დი მაიო.
მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება „ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებით“ არის ნაკარნახევი.