აშშ-ის ხელისუფლება უკრაინას კიდევ 300 მილიონ დოლარის სამხედრო დახმარებას მიაწვდის. ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
„უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით პენტაგონი 300 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გამოყოფს. საერთო ჯამში, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კიევს უკვე 2,3 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება აღმოუჩინა, მათ შორის 1,6 მილიარდი - უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ“, - აცხადებს ჯონ კირბი.
მისივე თქმით, დახმარების ახალ პაკეტში შევა სარაკეტო კომპლექსები, უპილოტო საფრენი აპარატები, ჯავშანავტომობილები, ტყვიამფრქვევები, საბრძოლო მასალა და სხვა შეიარაღება.