მიხეილ პოდოლიაკი: რუსეთი დატოვებს ყველა ტერიტორიას, სამხრეთისა და აღმოსავლეთის გარდა, შეეცდება იქ განათავსოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, მკვეთრად შეამციროს დანაკარგები და საკუთარი პირობები გვიკარნახოს

რუსეთი დატოვებს ყველა ტერიტორიას, სამხრეთისა და აღმოსავლეთის გარდა, შეეცდება იქ მყარად დადგეს, განათავსოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, მკვეთრად შეამციროს დანაკარგები და საკუთარი პირობები გვიკარნახოს, - ამის შესახებ Twitter-ზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხეილ პოდოლიაკი წერს.

„ავღანიზაცია“ და რუსეთისთვის დამქანცველი, ხანგრძლივი კონფლიქტი, როგორც ამას ზოგიერთი ელოდება, არ იქნება. რუსეთი დატოვებს ყველა ტერიტორიას, სამხრეთისა და აღმოსავლეთის გარდა, შეეცდება იქ მყარად დადგეს, განათავსოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, მკვეთრად შეამციროს დანაკარგები და საკუთარი პირობები გვიკარნახოს. მძიმე შეიარაღების გარეშე რუსეთის განდევნა არ გამოვა“, - წერს პოდოლიაკი.