ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნის შემდეგ, ავსტრალია უკრაინაში ადგილობრივი წარმოების ჯავშანმანქანებს გააგზავნის.
„ჩვენ არ ვაგზავნით მხოლოდ ჩვენს ლოცვებს, ჩვენ ვაგზავნით ჩვენს იარაღს, ჩვენ ვაგზავნით ჩვენს საბრძოლო მასალას, ჩვენ ვაგზავნით ჩვენს ჰუმანიტარულ დახმარებას“, - აღნიშნა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა.
ამასთანავე, სკოტ მორისონმა არ დააკონკრეტა, რამდენი ჯავშანმანქანა გაიგზავნება, ან როდის.