The Times: ბრიტანეთი შეშფოთებულია, რომ აშშ, საფრანგეთი და გერმანია უკრაინას უბიძგებენ მნიშვნელოვან დათმობებზე წავიდეს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში

The Times: ბრიტანეთი შეშფოთებულია, რომ აშშ, საფრანგეთი და გერმანია უკრაინას უბიძგებენ მნიშვნელოვან დათმობებზე წავიდეს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში

დიდი ბრიტანეთი შეშფოთებულია, რომ აშშ, საფრანგეთი და გერმანია უკრაინას უბიძგებენ მნიშვნელოვან დათმობებზე წავიდეს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Times-ი წყაროზე დაურდნობით ავრცელებს.

წყარო, რომელიც ბრიტანეთის მთავრობის მაღალჩინოსანია, აცხადებს, რომ არსებობს შეშფოთება, რომ მშვიდობის შენარჩუნების მიზნით, მოკავშირეები ზედმეტად მონდომებულნი არიან მიღწეულ იქნას ადრეული შეთანხმება და არ დაელოდონ უკრაინის ყველაზე ძლიერ პოზიციას.

წყაროს თქმით, შეთანხმება მხოლოდ მაშინ უნდა მოხდეს, როდესაც უკრაინას ყველაზე ძლიერი პოზიცია ექნება.

გასულ კვირაში სატელეფონო საუბრისას, ბორის ჯონსონმა გააფრთხილა პრეზიდენტი ზელენსკი, რომ პრეზიდენტი პუტინი მატყუარა და მოძალადეა, რომელიც მოლაპარაკებებს გამოიყენებს, რათა უკრაინა აიძულოთ დათმობებზე წავიდეს.