გაეროს ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის დასახლებულ პუნქტებში სულ მცირე 24-ჯერ კასეტური ბომბები გამოიყენა. ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესმა კომისარმა მიშელ ბაჩელეტმა განაცხადა.
„მოვიპოვეთ სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსულმა შეიარაღებულმა ჯარებმა დასახლებულ პუნქტებში სულ მცირე 24-ჯერ კასეტური ბომბები გამოიყენეს. გაერო ასევე იკვლევს ინფორმაციას უკრაინული მხარის მიერ ასეთი ბომბების გამოყენების თაობაზე“, - აცხადებს ბაჩელეტი.
აღსანიშნავია, რომ კასეტური ბომბების გამოყენებას სპეციალური კონვენცია კრძალავს, თუმცა რუსეთი და უკრაინა მისი ხელმომწერები არ არიან.