უახლოეს დღეებში, კიევის მახლობლად, სავარაუდოდ, მძიმე ბრძოლები გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა ავრცელებს.
„მიუხედავად რუსეთის განცხადებებისა ჩერნიგოვის გარშემო სამხედრო აქტივობის შემცირების თაობაზე, რუსეთის მიერ დაბომბვა და სარაკეტო დარტყმები გაგრძელდა. რუსული ძალები აგრძელებენ პოზიციების დაკავებას კიევის აღმოსავლეთით და დასავლეთით, შეზღუდული რაოდენობის ქვედანაყოფების გაყვანის მიუხედავად. უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ, მძიმე ბრძოლები გაიმართება ქალაქის გარეუბანში. მარიუპოლსი მძიმე ბრძოლები გრძელდება, თუმცა უკრაინული ძალები აკონტროლებენ ქალაქის ცენტრს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.