ბარბარა ვუდვორდის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი მზად არის უკრაინის გარანტორი ქვეყანა გახდეს

ბარბარა ვუდვორდის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი მზად არის უკრაინის გარანტორი ქვეყანა გახდეს

დიდი ბრიტანეთი მზად არის უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი ქვეყანა გახდეს, თუ კიევისგან შესაბამის მიმართვას მიიღებს. როგორც BBC წერს, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, ბარბარა ვუდვორდმა განაცხადა.

„მოხარულები ვიქნებით ეს როლი შევასრულოთ, თუ უკრაინის ხელისუფლება ამას გვთხოვს“,- განაცხადა ვუდვორდმა.

მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი უკრაინას მნიშვნელოვან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.