რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თავის ჩინელ კოლეგას, ვან ის უკრაინაში შექმნილი ვითარებისა და მოლაპარაკებების პროცესის დეტალები გააცნო. ჩინეთის ქალაქ ტუნსიში გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს.
„მინისტრებმა უკრაინის საკითხზე საკუთარი აზრები გაცვალეს. მხარეებმა აღნიშნეს იმ უკანონო ცალმხრივი სანქციების კონტრპროდუქტიულობა, რომლებიც რუსეთს აშშ-მა და მისმა სატელიტებმა დაუწესეს. გარდა ამისა, ლავროვმა ვან ისთან „უკრაინაში აშშ-ის სამხედრო-ბიოლოგიური საქმიანობა განიხილა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.