ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინელები არ უნდა დაიღუპონ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ საკმარისი გამბედაობა ვერ გამოიჩინა, იარაღი გადასცეს უკრაინას

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინელები არ უნდა დაიღუპონ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ საკმარისი გამბედაობა ვერ გამოიჩინა, იარაღი გადასცეს უკრაინას

უკრაინელები არ უნდა დაიღუპონ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ საკმარისი გამბედაობა ვერ გამოიჩინა, იარაღი გადასცეს უკრაინას. შიში თანამზრახველად გაქცევს, - მორიგი მკაცრი განცხადებით უკრაინის პრეზიდენტმა დასავლეთს კიდევ ერთხელ მიმართა.

ღამით გავცელებულ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ დასავლეთს სამხედრო დახმარების გააქტიურებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და ქვეყანაში არსებული ვითარება შეაჯამა.

„თუ ვინმეს ეშინია რუსეთის, თუ მას ეშინია ჩვენთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების, განსაკუთრებით ვერტმფრენების, ტანკების, საჭირო არტილერიის, ჭურვების ჩვენთვის მოწოდებისას, ეს ამ ხალხის პასუხისმგებლობას აყენებს, რუსეთის მიერ შექმნილ კატასტროფაზე, რადგან თუ შეგიძლია გადარჩენა, უნდა გადაარჩინო", - აღნიშნა ზელენსკიმ.