სტამბოლში, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები დაიწყო - ერდოღანის თქმით, მოლაპარაკებებზე პროგრესი პუტინი-ზელენსკის შეხვედრას შესაძლებელს გახდის

სტამბოლში, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები დაიწყო - ერდოღანის თქმით, მოლაპარაკებებზე პროგრესი პუტინი-ზელენსკის შეხვედრას შესაძლებელს გახდის

სტამბოლში, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დაიწყო. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში მიღწეულმა პროგრესმა შესაძლოა გზა გაუხსნას უკრაინისა და რუსეთის ლიდერების დონეზე შეხვედრას.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ პროგრესის მიღწევა შესაძლებელია და დასძინა, რომ თურქეთი სიამოვნებით უმასპინძლებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას.

„ვიმედოვნებთ, რომ შეხვედრა სასარგებლო იქნება ორივე ქვეყნისა და რეგიონისთვის, რადგან თურქეთი ღრმად არის შეშფოთებული მიმდინარე კონფლიქტით“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების პროცესმა მშვიდობის იმედი გაზარდა და რომ ცეცხლის შეწყვეტის რაც შეიძლება მალე უზრუნველყოფა ყველა მხარეს სარგებელს მოუტანს.

„ჩვენ გვჯერა, რომ სამართლიან სამშვიდობო შეთანხმებას დამარცხებული მხარე აღარ ეყოლება“, - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.