ვიქტორ ორბანი: პასუხი კითხვაზე, თუ რომელ მხარესაა უნგრეთი არის ის, რომ უნგრეთი უნგრეთის მხარესაა

ვიქტორ ორბანი: პასუხი კითხვაზე, თუ რომელ მხარესაა უნგრეთი არის ის, რომ უნგრეთი უნგრეთის მხარესაა

ვიქტორ ორბანმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ არ დაუშვებს უკრაინაში სასიკვდილო იარაღის გაგზავნას უნგრეთის საზღვრების გამოყენებით. ამის შესახებ AFP წერს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინისთვის ამ ტიპის დახმარების გაწევა მის ქვეყანას ომში გადაიყვანს. ორბანი დაჟინებით მოითხოვდა, რომ ევროკავშირის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ არ გავრცელდეს მის ენერგეტიკულ სექტორზე.

„პასუხი კითხვაზე, თუ რომელ მხარესაა უნგრეთი არის ის, რომ უნგრეთი უნგრეთის მხარესაა”, - წერს ორბანი სოციალურ ქსელში.