BBC: უკრაინასა და რუსეთის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი თურქეთში გაიმართება

BBC: უკრაინასა და რუსეთის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი თურქეთში გაიმართება

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი თურქეთში გაიმართება. ამის შესახებ BBC უკრაინული დელეგაციის წევრზე, დავით არახამიაზე დაყრდნობით წერს.

არახამიამ Facebook-ზე დაწერა, რომ დელეგაციები ერთმანეთს თურქეთში შეხვდებიან და მოლაპარაკებები ორშაბათიდან-ოთხშაბათამდე გაგრძელდება.

ინფორმაციას მოლაპარაკებების თარიღის შესახებ რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელი, ვლადიმირ მედინსკიც ადასტურებს. შესაბამის განცხადება მან Telegram-ზე გამოაქვეყნა.

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდები ბელარუსში მიმდინარეობდა, თუმცა შემდეგ პროცესი ვიდეოკავშირის ფორმატში გაგრძელდა.