ბრიტანული დაზვერვა: რუსეთი აგრძელებს მსხვილი ქალაქების - ხარკოვის, ჩერნიგოვის და მარიუპოლის ალყაში მოქცევას

ბრიტანული დაზვერვა: რუსეთი აგრძელებს მსხვილი ქალაქების - ხარკოვის, ჩერნიგოვის და მარიუპოლის ალყაში მოქცევას

რუსეთი აგრძელებს მსხვილი უკრაინული ქალაქების - ხარკოვის, ჩერნიგოვის და მარიუპოლის ალყაში მოქცევას. ინფორმაციას ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ავრცელებს.

„რუსული ჯარები თავს იკავებენ ქალაქებში ქვეითი ძალების მონაწილეობით ფართომასშტაბიანი ოპერაციებისგან და უპირატესობას ქაოსურ საჰაერო და საარტილერიო დარტყმებს ანიჭებენ, რითაც მოწინააღმდეგის დემორალიზებას ცდილობენ.

სავარაუდოდ, რუსეთი გააგრძელებს ქალაქებზე მძიმე იერიშების მიტანას, რათა მშვიდობიან მოსახლეობას შორის ახალი მსხვერპლის ფასად საკუთარი ისედაც საგრძნობი დანაკარგები შეამციროს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.