კიევსა და კიევის ოლქში 28 მარტის დილამდე კომენდანტის საათი გამოცხადდება

კიევსა და კიევის ოლქში 28 მარტის დილამდე კომენდანტის საათი გამოცხადდება

კიევსა და კიევის ოლქში 28 მარტის დილამდე კომენდანტის საათი გამოცხადდება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.

„სამხედრო მეთაურობის გადაწყვეტილებით, კიევსა და კიევის ოლქში კომენდანტის საათი მკაცრდება და დღეის 20:00 საათიდან 29 მარტის 07:00 საათამდე გაგრძელდება. კომენდანტის საათის დროს ქალაქში ტრანსპორტის გადაადგილება მხოლოდ სპეციალური საშვებით იქნება ნებადართული. ქუჩაში გასვლა დასაშვებია მხოლოდ განგაშის დროს თავშესაფარში მისვლის მიზნით. საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მაღაზიები, აფთიაქები, ბენზინგასამართი სადგურები არ იფუნქციონირებს“, - აცხადებს კლიჩკო.