მატეუშ მორავეცკი: პოლონეთი უკრაინაში ნატოს ჰუმანიტარული მისიის გაგზავნას მხარს უჭერს

მატეუშ მორავეცკი: პოლონეთი უკრაინაში ნატოს ჰუმანიტარული მისიის გაგზავნას მხარს უჭერს

პოლონეთი მხარს დაუჭერს რუსული ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის ემბარგოს. ეს არის ჟანგბადის მთავარი წყარო რუსული ომის მანქანისთვის, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

პოლონეთის პრემიერის თქმით, პოლონეთი ასევე უკრაინაში ნატოს ჰუმანიტარული მისიის გაგზავნას მხარს უჭერს.

„რუსეთი სულ უფრო და უფრო აგრესიული ხდება უკრაინაში. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ბარბაროსული შეტევა დღეს ყველაზე დიდი გამოწვევაა თავისუფალი მსოფლიოსთვის. სანქციები უნდა იყოს რაც შეიძლება მკაცრი და გადამწყვეტი. პოლონეთი მხარს დაუჭერს რუსული ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის ემბარგოს. ეს არის ჟანგბადის მთავარი წყარო რუსული ომის მანქანისთვის. სანქციები არის ერთადერთი გზა ომის შესაჩერებლად. პოლონეთი ასევე მხარს უჭერს უკრაინაში ნატოს ჰუმანიტარული მისიის გაგზავნას. ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ ხალხის ასეთი ხოცვა ხდებოდეს ჩვენი მხრიდან ჰუმანიტარული პასუხის გარეშე. უკრაინელი ჯარისკაცები ნამდვილი მებრძოლები არიან. ისინი იბრძვიან თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, თავისუფალი მსოფლიოსა და ევროპისთვის. უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი ვალდებულებაა, - განაცხადა მატეუშ მორავიეცკიმ.

მეორე დღეა ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერები საგანგებო სამიტის ფორმატში იკრიბებიან.