უკრაინულმა ძალებმა რუსული ძალები აიძულეს, კიევის აღმოსავლეთით უკან დაეხიათ. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის უწყების ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა.
რუსეთის ძალები ამჟამად კიევიდან 55 კილომეტრში იმყოფებიან, ხოლო ერთი დღით ადრე კი, ეს დისტანცია 25-35 კილომეტრს შეადგენდა.
აშშ-ის თავდაცვის უწყების ოფიციალური პირის თქმით, კიევის ცენტრის ჩრდილო-დასავლეთით რუსული ძალები თავდაცვით პოზიციებს იკავებენ.
ამავდროულად, ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ რუსული ძალები აქტიურდებიან უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, დონბასის რაიონში.