უნგრეთი მხარს არ უჭერს რუსეთიდან ენერგომატარებლების მიწოდებასთან დაკავშირებით სანქციებს, რადგან ეს უნგრეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ.
„უნგრეთის ბრალი არ არის, რომ ბუნებრივი აირი და ნავთობი რუსეთისგან დიდ როლს თამაშობს უნგრეთის, ცენტრალური ევროპისა და მთელი ევროპის ენერგომომარაგებაში“, - აღნიშნა უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.