აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 25 მარტს, პარასკევს პოლონეთში ჩავა.
თეთრი სახლის პრესსპიკერის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ჯო ბაიდენი პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას შეხვდება.
მხარეები უკრაინის დახმარების საკითხს განიხილავენ. მანამდე ბაიდენ ბრიუსელს ეწვევა, სადაც ნატო-ს მოკავშირეებთან დიდი შვიდეულის და ევროკავშირის ლიდერებთან ექნება შეხვედრა.