შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის თქმით, პუტინის სამხედრო კამპანია უკრაინაში შეჩერებულია, რის გამოც მან მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ამაზრზენ თავდასხმებს მიმართა. ამის შესახებ მან ამერიკულ ტელეარხ CBS-სთან ისაუბრა.
„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ჩვენ ვხედავთ ქალაქებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მიზანში ამოღებას. პუტინს არ შეუძლია მიაღწიოს მიზანს ისე სწრაფად, როგორც მას სურდა. ამიტომ, ის მიმართავს შემზარავ ტაქტიკას, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ“, - აღნიშნა ლოიდ ოსტინმა.