ევროკავშირი უკრაინისთვის სოლიდარობის ფონდის შექმნას განიხილავს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.
„ფონდი ხელს შეუწყობს ძირითადი სერვისების მიწოდებას და მოქალაქეების დაუყოვნებელი საჭიროებების დაკმაყოფილებას. ფონდი ლიკვიდობას უზრუნველყოფს ხელისუფლების მუდმივი მხარდაჭერისთვის და გრძელვადიან პერსპექტივაში თავისუფალი და დემოკრატიული უკრაინის აღდგენის საყრდენი იქნება. პარტნიორებს შეუძლიათ, ფონდის განვითარებაში საკუთარი წვლილი საერთაშორისო დონორთა კონფერენციის მეშვეობით შეიტანონ“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.