დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა გაანადურა ევროპის უსაფრთხოება და უკრაინაში შეჭრისას საშინელი იარაღი და ძალა გამოიყენა.
„ერთ-ერთი გზა, რითაც პუტინი თავის სამხედრო მანქანას აფინანსებს, ნავთობისა და გაზის შემოსავლებია და, რა თქმა უნდა, მე არ ვამბობ, რომ ჩვენ ვეთანხმებით საუდის არაბეთის ან არაბთა გაერთიანებული საამიროების პოლიტიკას, თუმცა ისინი საფრთხეს არ უქმნიან გლობალურ უსაფრთხოებას. ვლადიმერ პუტინი კი საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას“, - აღნიშნა ლიზ ტრასმა.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი ყველაფერს აკეთებს, რათა უკრაინელებს მხარი დაუჭიროს უკრაინის დედაქალაქ კიევის დაცვაში.
„მომავლის შესახებ პროგნოზს ვერ გავაკეთებ, მაგრამ რაც ვიცით არის ის, რომ პუტინის გეგმები არ მიდის გეგმის მიხედვით, ის ვერ აღწევს იმ პროგრესს, რასაც იმედოვნებდა და შედეგად სულ უფრო უკიდურეს ტექნიკასა და იარაღს იყენებს“, - აღნიშნა მან.