რუსული მხარის განცხადებით, უკრაინასთან მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობს, თუმცა კომპრომისის მიღწევის იმედი არსებობს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„მე ვეყრდნობი იმ შეფასებებს, რომლებსაც ჩვენი დელეგაციის წევრებისგან ვისმენ. ისინი ამბობენ, რომ, გასაგები მიზეზების გამო, მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობს, თუმცა კომპრომისის მიღწევის იმედი არსებობს. ასეთივე შეფასებები გაკეთდა უკრაინული დელეგაციის მხრიდან, მათ შორის ზელენსკის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ“, - აცხადებს ლავროვი.
მისივე თქმით, ანტალიაში უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრაზე არანაირი ახალი იდეები არ განიხილებოდა.
„კულებამ თქვა, რომ ანტალიაში არ ჩადიოდა იმისთვის, რომ საჯარო განცხადებები გაემეორებინა, თუმცა შეხვედრის მსვლელობისას მას ახალი არაფერი უთქვამს“, - ამბობს ლავროვი.