15 მარტს უკრაინაში, საომარი მოქმედებების ზონაში კიდევ ერთი რუსი გენერალი მოკლეს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. უკრაინის პირველ პირს მოკლულის ვინაობა არ დაუსახელებია.
როგორც რუსული მედია წერს, მოკლული მაიორ-გენერლის ფოტო მანამდე უკრაინულმა ტელეგრამ-არხებმა გაავრცელეს. მოგვიანებით უკრაინულმა წყაროებმა განაცხადეს, რომ ის ოლეგ მიატევია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და უკრაინულ ძალოვან უწყებებს ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ.