სერდარ ბერდიმუხამედოვმა, თურქმენეთის მოქმედი პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუხამედოვის ვაჟმა, ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 73% მიიღო. ამის შესახებ თურქმენეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადეს.
არჩევნებში რვა სხვა კანდიდატი იღებდა მონაწილეობას. თურქმენეთის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს შვიდი წლის ვადით ირჩევენ.
11 თებერვალს ქვეყნის პრეზიდენტმა, გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა განაცხადა, რომ მუჰამედ წინასწარმეტყველის ასაკს (63 წელი) მიაღწია, ამიტომ გადადგომას და „ახალგაზრდა ხელმძღვანელებისთვის“ გზის დათმობას გეგმავს.