პრეზიდენტის გამოსვლის პასაჟები და მიმართულებები არაადეკვატური იყო იმ გამოწვევებთან შედარებით, რაც საქართველოს წინაშე დგას, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„ვერსად ვერ წაიღებ იმ რეალობას, რაც შეიქმნა - რეალობა საკმაოდ მძიმეა, სოციალური, ეკონომიკური დარტყმა, რომლის შერბილებას ვცდილობთ და ის საფრთხეები, რომელიც საოკუპაციო ძალის მხრიდან მომდინარეობს. ამას არ შველის ის გაერთიანება, რაზეც სალომე ზურაბიშვილი მიუთითებს - ვერ გაერთიანდება 2 ძალა, რომელიც განსხვავდება ერთმანეთისგან მტკიცედ ჩამოყალიბებული პოზიციით “, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.