რუსეთის მასშტაბით უკრაინაში ომის მოწინააღმდეგეებმა კვლავ საპროტესტო აქციები გამართეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის 37 ქალაქში აქციების 817 მონაწილე დააკავეს.
სულ კი, უკრაინასთან ომის დაწყებიდან დღემდე, რუსმა სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციების 14 611 მონაწილე დააკავეს.