კიევი: რუსი გენერლების გეგმის მიუხედავად, მათ არმიას ცოცხალი ძალა ეწურება და უცხოელ დაქირავებულებს, უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობისთვის, თვეში $300-ს სთავაზობენ

კიევი: რუსი გენერლების გეგმის მიუხედავად, მათ არმიას ცოცხალი ძალა ეწურება და უცხოელ დაქირავებულებს, უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობისთვის, თვეში $300-ს სთავაზობენ

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ტელეგრამარხზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთი, უკრაინის წინააღმდეგ ომში, 20,000 უცხოელი მოხალისის ჩართვას გეგმავს სირიიდან, ლიბიიდან და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან.

უწყების ინფორმაციით, რუსი გენერლების გეგმის მიუხედავად, მათ არმიას ცოცხალი ძალა ეწურება და, საომარ მოქმედებებში ჩართვის სანაცვლოდ, მოხალისეებს თვეში $300-ს სთავაზობენ.

„რეალურად, ამ „მესამე სამყაროს ქვეყნების“ მოსახლეობისთვის, ომში მონაწილეობა, ფაქტობრივად, ერთადერთი შანსია ევროპაში მოხვედრისთვის. ბოლოს და ბოლოს, თუ დანებდებიან, ევროკავშირში აღმოჩნდებიან. სინამდვილეში ყველაფერი არც ისე მარტივია, როგორც ჰგონიათ, რადგან ევროპაში მოხვედრამდე, „მოხალისე მებრძოლებს“ ჯერ ის დასჭირდებათ, რომ უკრაინაში გადარჩნენ“, - აღნიშნულია ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის განცხადებაში.