ფრანგული წარმოშობის კანადელი სნაიპერი, რომელსაც ერთ დღეში 40 ადამიანის ლიკვიდაციის შემთხვევა ჰქონია - ლეგენდარული სამხედრო რუსების წინააღმდეგ იბრძოლებს

ფრანგული წარმოშობის კანადელი სნაიპერი, რომელსაც ერთ დღეში 40 ადამიანის ლიკვიდაციის შემთხვევა ჰქონია - ლეგენდარული სამხედრო რუსების წინააღმდეგ იბრძოლებს

ფრანგული წარმოშობის კანადელი სნაიპერი, რომელსაც ერთ დღეში 40 ადამიანის ლიკვიდაციის შემთხვევა ჰქონია - ლეგენდარული სამხედრო რუსების წინააღმდეგ იბრძოლებს
ნან­გრე­ვე­ბად ქცე­უ­ლი ქა­ლა­ქე­ბი, დამ­წვა­რი მან­ქა­ნე­ბი, ქუ­ჩა­ში ადა­მი­ა­ნე­ბის ცხედ­რე­ბი, გან­გა­შის სიგ­ნა­ლის ფონ­ზე უმ­ძი­მე­სი კად­რე­ბი, სარ­და­ფებს შე­ფა­რე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის შე­ში­ნე­ბუ­ლი თვა­ლე­ბი და უმ­წე­ო­ბის უმ­ძი­მე­სი გან­ცდა - ორ კვი­რა­ზე მე­ტია ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა გახ­და.

თუმ­ცა, არ გვტო­ვებს იმის მო­ლო­დი­ნი, რომ უთა­ნას­წო­რო ბრძო­ლა­ში ჩარ­თუ­ლი გმი­რი უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხი წინ წა­ი­წევს ერთი ან თუნ­დაც ნა­ხე­ვა­რი ნა­ბი­ჯით, სად­მე ოკუ­პან­ტე­ბის ალ­ყას გა­არ­ღვევს, "მწვა­ნე დე­რე­ფა­ნი" ამოქ­მედ­დე­ბა და მო­სახ­ლე­ო­ბა სამ­შვი­დო­ბოს გას­ვლას შეძ­ლებს; დე­მო­რა­ლი­ზე­ბულ, მო­უმ­ზა­დე­ბელ და დაბ­ნე­ულ რუს სამ­ხედ­რო­ებს უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ლო­კა­ლურ ბრძო­ლებს მო­უ­გე­ბენ...

ალ­ბათ არა­ვის ტო­ვებს იმის გან­ცდა, რომ ეს მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნის ომი არ არის, შე­სა­ბა­მი­სად, ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი მუდ­მი­ვად ეც­ნო­ბა უკ­რა­ი­ნის ომზე ზღვა ინ­ფორ­მა­ცი­ას (ზოგ­ჯერ ყალბ­საც), მათ გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე, მო­ხა­ლი­სე­ე­ბის ჩარ­თვა­ზე, სა­ერ­თა­შო­რი­სო მხარ­და­ჭე­რა­ზე.

ამი­ტო­მაც, სუ­ლაც არ არის გა­საკ­ვი­რი, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ჩა­სუ­ლი კა­ნა­დე­ლი სნა­ი­პე­რის მი­მართ ასე­თი დიდი ინ­ტე­რე­სი გაჩ­ნდა.

გა­მო­ცე­მა La Presse -ის ცნო­ბით, სნა­ი­პე­რი, რომ­ლის ფსევ­დო­ნი­მია "ვოლი". ადრე კა­ნა­დის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სა­მე­ფო პოლკ­ში ირი­ცხე­ბო­და. ახლა ის, რუსი ოკუ­პან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად უკ­რა­ი­ნა­ში ჩა­ვი­და. კა­ნა­დელ სნა­ი­პერს საკ­მა­ოდ მდი­და­რი სამ­ხედ­რო წარ­სუ­ლი აქვს - მან გა­მოც­დი­ლე­ბა სი­რი­ა­ში ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს ტე­რო­რის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლი­სას, ასე­ვე ერაყ­სა და ავ­ღა­ნეთ­ში მი­ი­ღო.

მი­სი­ვე თქმით, დან­გრე­უ­ლი და და­ცხრი­ლუ­ლი უკ­რა­ი­ნუ­ლი ქა­ლა­ქე­ბი­სა და და­ხო­ცი­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ნახ­ვამ უბიძ­გა რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ებ­რძო­ლა და უკ­რა­ი­ნა­ში "ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ლე­გი­ო­ნის" წევ­რი გამ­ხდა­რი­ყო.

კა­ნა­დის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ყო­ფილ სამ­ხედ­რო 22-ე სა­მე­ფო პოლკ­ში მსა­ხუ­რობ­და. ამ ეტაპ­ზე, მე­დი­ის­თვის ცნო­ბი­ლია მხო­ლოდ მისი საბ­რძო­ლო სა­ხე­ლი და მის მიერ გან­ვლი­ლი გზა.

"2015 წელს, "ვოლი" და­მო­უ­კი­დებ­ლად ჩა­ვი­და და მო­ნა­წი­ლე­ობ­და ერაყ­ში მიმ­დი­ნა­რე საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში. 40 წლის მა­მა­კა­ცის მხრებ­ზეა ორი მი­სია, რო­მე­ლიც მან 2009 და 2011 წლებ­ში ავ­ღა­ნეთ­ში გა­ი­ა­რა. "ვოლი" მა­შინ კა­ნა­დის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში მსა­ხუ­რობ­და.

ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო უკ­რა­ი­ნა­ში სამ­ხედ­რო არ­სე­ნა­ლის გა­რე­შე ჩა­ვი­და, თუმ­ცა ით­ქვა, რომ მას ზურგჩან­თა­ში აქვს აირ­წი­ნა­ღი, სპე­ცი­ა­ლუ­რი ფორ­მა, რო­მელ­საც სნა­ი­პე­რე­ბი იც­ვა­მენ, ოპ­ტი­კუ­რი ხელ­სა­წყო და სამ­ხედ­რო ქურ­თუ­კი, რო­მელ­საც ის ავ­ღა­ნეთ­ში ყოფ­ნი­სას იყე­ნებ­და" - წერს გა­მო­ცე­მა glavcom.ua.

და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, ფრან­გუ­ლი წარ­მო­შო­ბის კა­ნა­დე­ლი სნა­ი­პე­რი მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი სამ­ხედ­როა. მას ჰყავს მე­უღ­ლე და ერთი შვი­ლი.

"კარ­გი სნა­ი­პე­რი, ომის დროს, ერთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩვე­უ­ლებ­რივ შემ­თხვე­ვა­ში 5-6 მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს კლავს, გა­მოც­დი­ლი კი, 7-დან 10-მდე. "ვო­ლის" ერთ დღე­ში 40 ადა­მი­ა­ნის ლიკ­ვი­და­ცი­ის შემ­თხვე­ვა ჰქო­ნია. სწო­რედ ასეთ­მა შე­დეგ­მა აქ­ცია ის მსოფ­ლიო არ­მი­ის ლე­გენ­დად" - წერს გა­მო­ცე­მა marca.com.

მა­თი­ვე ცნო­ბით, უმაღ­ლე­სი კლა­სის კა­ნა­დე­ლი სნა­ი­პე­რის ყვე­ლა­ზე შორი გას­რო­ლის მან­ძი­ლის რე­კორ­დი 3,5 კმ-ია.

უკ­რა­ი­ნა­ში რუსი ოკუ­პან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად, სხვა­დას­ხვა, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 52-მდე ქვეყ­ნი­დან, და­ახ­ლო­ე­ბით 20 ათა­სი მო­ხა­ლი­სე ჩა­ვი­და, მათ შო­რის არი­ან ბრი­ტა­ნე­ლი სა­ზღვაო ქვე­ი­თე­ბი და ბე­ლა­რუ­სი სპეც­რაზ­მე­ლე­ბი. უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ დმიტ­რო კუ­ლე­ბას თქმით, ასე­თი აქ­ტი­უ­რო­ბა უპ­რე­ცე­დენ­ტო შემ­თხვე­ვაა.