უკრაინული „ენერგოატომის“ ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დაიკავეს და პერსონალს განუცხადეს, რომ დღეიდან ობიექტი „როსატომის“ საკუთრებაშია.
„დღეს ე.წ. სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის წარმომადგენლები მოვიდნენ ელექტროსადგურზე და შეკრიბეს მენეჯმენტი. მათი განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკრაინას აღარ ეკუთვნის და „როსატომის“ საკუთრებაშია“, - ამბობს „ენერგოატომის“ ხელმძღვანელი პეტრო კოტინი.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის ქალაქ ენერგოდარში მდებარე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპის უმსხვილესი ელექტროსადგურია.