რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის გაგრძელებას რუსეთში ღიად მხარს მხოლოდ ორი ადამიანი უჭერს - პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.
„რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში სერიოზული პრობლემებია. ახლა მხოლოდ ორი ადამიანი უჭერს ღიად მხარს ომის გაგრძელებას, ესენია ვლადიმერ პუტინი და სერგეი შოიგუ. ყველა დანარჩენი, მათ შორის რუსული გენერალიტეტი ამ პროცესის შეჩერებას ცდილობს“, - აცხადებს ბუდანოვი.