ბორის ჯონსონი შიშობს, რომ რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ის, რაც ქიმიური იარაღის შესახებ გვესმის, რუსეთის თამაშის წესებში შედის. ისინი იწყებენ საუბარს, რომ ქიმიური იარაღს უკრაინა ან შეერთებული შტატები ინახავენ, რაც სახიფათოა“, - აღნიშნა ჯონსონმა.