პუტინის მიერ წარმოდგენილი პირობები ყველასთვის მიუღებელია. საკითხი ასე დგას: არის კი პუტინი გულწრფელად მზად ისეთ წინადადებისთის, რომლებზეც მუშაობას შევძლებთ. დღეს ფაქტები ჯერ ამ მიმართულებით არ მიდის, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა. მისი თქმით, ის აქტიურადაა ჩართული პროცესში და ვლადიმერ პუტინთან საუბარს გააგრძელებს.
„პუტინმა გადაწყვიტა უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყება. რუსეთი ბომბავს უკრაინას, რუსეთი ბომბავს მშვიდობიან მოსახლეობას და პარალელურად გვაქვს მოლაპარაკებები, რომელსაც შედეგი ჯერ არ მოაქვს. ჩვენ ძალიან მონდომებულები ვართ და ისევ დაველაპარაკებით პუტინს. ევროკავშირი დგას ერთად და ვსაუბრობთ აქტიურად როგორც აშშ-სთან, ისე ბრიტანეთთან. მე აქტიურად ვარ ჩართული და გავაგრძელებ პუტინთან საუბარს. ცეცხლის შეწყვეტა არის საუკეთესო გადაწყვეტილება“, - განაცხადა მაკრონმა.