დიდი ბრიტანეთის მთავრობამ საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელს, რომან აბრამოვიჩს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
რუსი მილიარდერი ერთ-ერთია იმ შვიდი რუსი ოლიგარქიდან, რომელთა აქტივები დიდ ბრიტანეთში გაყინულია.
დიდი ბრიტანეთის ხაზინის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რომან აბრამოვიჩი კრემლის მომხრე ოლიგარქია, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.
რომან აბრამოვიჩი ადრე უარყოფდა მჭიდრო ფინანსურ კავშირებს პუტინთან ან კრემლთან.
2 მარტს, რომან აბრამოვიჩმა განაცხადა, რომ საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ გაყიდის, ხოლო კლუბის გაყიდვიდან მიღებული თანხა უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებულთა დახმარებას მოხმარდება.