ვოლოდიმირ ზელენსკი: დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-ის პრეზიდენტს მეტის გაკეთება შეუძლია

ვოლოდიმირ ზელენსკი: დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-ის პრეზიდენტს მეტის გაკეთება შეუძლია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-ის კითხვებს უპასუხა. წამყვანის კითხვაზე: „ფიქრობთ, რომ ამერიკის პრეზიდენტს უკრაინისთვის მეტის გაკეთება შეუძლია?“, ზელენსკიმ უპასუხა: „დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-ის პრეზიდენტს მეტის გაკეთება შეუძლია“.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთისგან მომავალი საფრთხე არა მხოლოდ უკრაინას, არამედ სხვა ქვეყნებსაც ეხება.

„უკრაინა ევროპის ნაწილია. ყველა ფიქრობს, რომ ჩვენ შორს ვართ ამერიკისგან, კანადისგან... არა, ჩვენ მშვიდობის ზონა ვართ და როდესაც ეს მშვიდობა ირღვევა, თქვენ უნდა დაგვიცვათ, რადგან სამომავლოდ, შემდეგი თქვენ იქნებით. დღეს ომი აქაა, მაგრამ შემდეგი გახდება ლიეტუვა, პოლონეთი, გერმანია... აშშ ჩვენგან შორს მდებარეობს, მაგრამ, ბოლო დღეების განმავლობაში, ვგრძნობ, რომ ეს ქვეყანა სულ უფრო ახლოსაა ჩვენთან“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.