ერთ დღეში უკრაინაში 14 ათასამდე ადამიანი შევიდა, მათგან 11 ათასზე მეტი უკრაინის მოქალაქეა

ერთ დღეში უკრაინაში 14 ათასამდე ადამიანი შევიდა, მათგან 11 ათასზე მეტი უკრაინის მოქალაქეა

„7 მარტს უკრაინაში დაახლოებით 14 000 ადამიანი შემოვიდა, მათი უმეტესობა, თითქმის 11 000 ადამიანი უკრაინის მოქალაქეა. ვამაყობთ და მადლობას ვუხდით ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც სამშობლოში ასეთ რთულ დროს დაბრუნდნენ“, - აღნიშნულია უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე სამსახურის ცნობით, ღამის განმავლობაში, უკრაინა 118 000-მდე ადამიანმა დატოვა. მათი დიდი ნაწილი - თითქმის 90 000 პირი პოლონეთში გადავიდა.

„გირჩევთ, ასევე გამოიყენოთ უნგრეთის, სლოვაკეთისა და მოლდოვას საზღვრებთან მდებარე პუნქტებიც. უნგრეთის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ამჟამად თითქმის ცარიელია“, - აღნიშნულია უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.