ბრიტანელები არ უნდა გაემგზავრონ უკრაინაში საბრძოლველად, სჯობს ამის ნაცვლად ყველაფერი გააკეთონ უკრაინელების დასახმარებლად ბრიტანეთიდან. ამის შესახებ BBC-სთან ინტერვიუში ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ადმირალმა სერ ტონი რადაკინმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის ცის არასაფრენ ზონად გამოცხადება უკრაინას ტაქტიკურად ვერ დაეხმარა და საბრძოლო მოქმედებების ესკალაციას გამოიწვევს. ადმირალმა აღნიშნა, რომ დასავლეთი „სწორად იქცევა“.
რადაკინის განცხადებით, რუსეთის შეჭრა გეგმის მიხედვით არ მიდის, ჯარი ნაკლებად ძლიერი ხდება და იერიშს ვეღარ აგრძელებს.