რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესაბამისად, Mastercard-მა რუსული ფინანსური ინსტიტუტები თავისი საგადასახადო ქსელიდან გათიშა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
გარდა ამისა, უახლოეს დღეებში Mastercard-ი გააგრძელებს მარეგულირებელებთან მუშაობას და 2 მილიონ დოლარს გამოჰყოფს ჰუმანიტარული დახმარებისთვის.
კომპანია Visa-მ ასევე განაცხადა, რომ ზომებს იღებს სანქციების შესრულების უზრუნველსაყოფად და ასევე შეასრულებს ნებისმიერ დამატებით სანქციას, რომელიც შეიძლება დაწესდეს.