საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა, ბრუნო ლე მერმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ეკონომიკური სანქციები დიდი ეფექტურობით გამოირჩევა.
„რუსეთთან ყოვლისმომცველ ეკონომიკურ და ფინანსურ ომს წარვმართავთ. რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რეჟიმს დაარტყამს, თუმცა რუსი ხალხიც გადაიხდის ფასს“, - აღნიშნა ბრუნო ლე მერმა.
საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ეკონომიკური სანქციების ახალი პაკეტი მომზადდება.
„ჩვენ უკვე ვხედავთ ეფექტს. პუტინის სამხედრო ბიუჯეტი უკვე თითქმის არაფრამდეა დაყვანილი. ჩვენ რუსეთის ეკონომიკის კოლაფსს გამოვიწვევთ“, - აღნიშნა ბრუნონ ლე მერმა.