რუსმა ოკუპანტებმა, ხარკოვის ცენტრში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობა დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური Telegram-ზე ავრცელებს.
„წინასწარი ინფორმაციით, დარტყმებია ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაზე, ოპერის თეატრზე, ფილარმონიასა და საცხოვრებელ კორპუსებზე (ძირითადად 4-5 სართულიან შენობებზე)“, - აღნიშნულია განცხადებაში.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ვიდეოს ავრცელებს.
„დადგება დრო, როდესაც ომის ყველა დამნაშავე, ყველა შეშლილი დიქტატორი სასამართლოს წინაშე წარდგება“, - აღნიშნულია სამსახურის განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, სამხარეო ადმინისტრაციის შენობას ფრთოსანი რაკეტა ესროლეს, თუმცა, ჯერჯერობით, ეს დაზუსტებული არაა.