ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელებს: როდესაც პრეზიდენტი გავხდი, ვთქვი, რომ თითოეული ჩვენგანი პრეზიდენტია, ახლა კი, ისე მოხდა, რომ თითოეული ჩვენგანი მეომარია

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელებს: როდესაც პრეზიდენტი გავხდი, ვთქვი, რომ თითოეული ჩვენგანი პრეზიდენტია, ახლა კი, ისე მოხდა, რომ თითოეული ჩვენგანი მეომარია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი ბრიფინგი გამართა და უკრაინის მოსახლეობას მიმართა.

„როდესაც პრეზიდენტი გავხდი, ვთქვი, რომ თითოეული ჩვენგანი პრეზიდენტია, რადგან ყველა ჩვენგანი ვართ პასუხისმგებელნი ჩვენს სახელმწიფოზე - ჩვენს ლამაზ უკრაინაზე. ახლა კი, ისე მოხდა, რომ თითოეული ჩვენგანი მეომარია და თავის წილ ბრძოლაშია ჩართული. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენგანი გაიმარჯვებს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღეს, უკრაინის დელეგაცია, უკრაინა-ბელარუსის საზღვართან, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.

უკრაინაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა, იაპონიამ, კანადამ და სხვა ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს. 27 თებერვალს კი უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა სარჩელი.