ლატვიის პარლამენტმა ერთხმად მიიღო კანონი, რომელიც ლატვიელ მოხალისეებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ბრძოლის უფლებას აძლევს. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა.
27 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაც სურთ, დაეხმარონ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, საერთაშორისო ლეგიონში რეგისტრაციისკენ და უკრაინაში ჩასვლისკენ მოუწოდა.
„უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქეს, რომელიც უკრაინის მეგობარია, ყველას, ვისაც სურს, შეუერთდეს უსაფრთხოების დაცვას ევროპასა და მსოფლიოში, შეუძლია, მოვიდეს და გვერდში დაუდგეს უკრაინელებს 21-ე საუკუნის დამპყრობლების წინააღმდეგ“, - აღნიშნულია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.