„არავითარი გამართლება არ არსებობს დასახლებულ პუნქტებში კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ მის სკოლასთან გამოყენების შესახებ. ამ აკრძალული იარაღის გამოყენება სამოქალაქო პირების სიცოცხლის უხეში უგულებელყოფაა“, - აღნიშნა Amnesty International-ის გენერალურმა მდივანმა, ანიეს კალამარმა.
უკრაინაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა, იაპონიამ, კანადამ და სხვა ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს. 27 თებერვალს კი უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა სარჩელი.