ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირს უკრაინის გაწევრიანების თაობაზე სპეციალური პროცედურის დაუყოვნებლივ დაწყების თხოვნით მიმართავს

ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირს უკრაინის გაწევრიანების თაობაზე სპეციალური პროცედურის დაუყოვნებლივ დაწყების თხოვნით მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირს უკრაინის გაწევრიანების თაობაზე სპეციალური პროცედურის დაუყოვნებლივ დაწყების თხოვნით მიმართავს.

„ევროკავშირს მივმართავთ, დაუყოვნებლივ დაიწყოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების სპეციალური პროცედურა“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ევროპელ პარტნიორებს გაწეული მხარდაჭერისთვის.

„თუმცა, ჩვენი მიზანია ევროპელებთან ერთად ვიყოთ და რაც მთავარია, თანაბარ საფუძველზე“, - განაცხცადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინამ ევროკავშირის წევრობა დაიმსახურა და მიიჩნევს, რომ ეს შესაძლებელია.

27 თებერვალს, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში ნახვა სურს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე დებატები გაიმართება.