ვოლოდიმირ ზელენსკი: დროა, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს მრავალწლიანი დისკუსია და უკრაინამ ევროკავშირის წევრობა მიიღოს

ვოლოდიმირ ზელენსკი: დროა, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს მრავალწლიანი დისკუსია და უკრაინამ ევროკავშირის წევრობა მიიღოს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა ევროკავშირს, მხარი დაუჭირონ უკრაინას და მიიღონ გადაწყვეტილება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ამის შესახებ მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან საუბრის შემდეგ Twitter-ზე დაწერა.

„დადგა გადამწყვეტი მომენტი, რათა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს მრავალწლიანი დისკუსია და უკრაინამ ევროკავშირის წევრობა მიიღოს. ვიმსჯელეთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შემდგომ დახმარებაზე და თავისუფალი მომავლისთვის უკრაინელების გმირულ ბრძოლაზე“, - წერს ზელენსკი.